სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:   ,, ვისწავლოთ ლამაზ გარემოში“

პროექტის მთავარი იდეა:  თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეები კიდევ უფრო შეიყვარებენ საგანს. გაიღრმავებენ ცოდნას და მიღებული  ცოდნა  დაეხმარება  მათ  პრაქტიკული    ამოცანების ამოხსნაში.

პროექტის მიზნები:  მოსწავლეებმა შეძლონ:
ა) გამოიყენონ და ერთმანეთთან დააკავშირონ ზომის სხვადასხვა ერთეულები.
 ბ) ამოცანის ამოხსნისას განასხვავონ საჭირო და ზედმეტი მონაცემები.
 გ) მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა.
დ)  საგანთა და ფიგურათა  ზომების და ობიექტთა შორის მანძილების პოვნა.
ე) ფართობის გამოთვლა.
  ვ) ერთმანეთთან თანამშრომლობა.

მოსწავლეთა ასაკი:  11 – 12   წელი

ვადები:  8 დღე

მოსალოდნელი   შედეგები:   მოსწავლეები
 ა) გამოიყენებენ მათემატიკის გაკვეთილზე ნასწავლს პრაქტიკულ   საქმიანობაში.
ბ) ისწავლიან კომპიუტერთან მუშაობას.
 გ) შეძლებენ ფიგურათა პერიმეტრის,ფართობის გამოთვლას.
  დ) შეძლებენ ცხრილების სწორად შევსებას.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ფურცლები, მარკერები, სახელმძღვანელო, საზომი ლენტი, კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:
1) მოსწავლეები ირჩევენ თემას
2) კლასს  ვყოფ     3  ჯგუფად
3) ვადგენთ სამოქმედო გეგმას,  ვანაწილებ მოვალეობებს ჯგუფში.
 პირველ  ჯგუფს  ეძლევა  დავალება  გამოიანგარიშონ   საკლასო ოთახის  იატაკის,   კედლების,   ჭერის, კარების, ფანჯრების   ფართობები.
 მეორე    ჯგუფს  ეძლევა  დავალება   შეარჩიონ თუ რა ფერის ფარდა , საღებავებია საჭირო.
მესამე    ჯგუფს ეძლევა დავალება   ინტერნეტის  საშუალებით   გაიგონ  ფარდის,   საღებავების ფასები და რამდენი კგ საღებავია საჭირო ერთი კვადრატული    მეტრისთვის.                                                                                               
4) ჯგუფები  ანგარიშობენ  რა თანხაა საჭირო  მასალის შესაძენად. ავსებენ ცხრილს.  აკეთებენ  შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას.
5) შესრულებულ  სამუშაოს წარვუდგენთ სკოლის სამეურვეო საბჭოს და ვთხოვთ დაგვეხმარონ, რათა გავალამაზოთ ჩვენი საკლასო ოთახი.
 მოვახდენთ  მუშაობის პროცესის გადაღებას ვიდეოფირზე.

საგნებთან  კავშირი:       ხელოვნება, ისტ.

პროექტის  ხელმძღვანელი:   ნანა თავდიშვილი

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  kvadrata1992@gmail.com